Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

2025 წლის 1 ივლისს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, იოსებ ჟორჟოლიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს 79-ე გენერალური ასამბლეის 82-ე პლენარულ სესიაზე, რომელიც მიეძღვნა გაეროს სისტემაში დაცვის პასუხისმგებლობის (Responsibility to Protect) პრინციპის განხილვას.

იოსებ ჟორჟოლიანმა ისაუბრა დაცვის პასუხისმგებლობის პრინციპის უფრო მეტად ინსტიტუციონალიზების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად 2005 წელს მისი ინიცირების შემდგომ მიღწეული პროგრესისა, მსოფლიოში დღესაც არ წყდება კონფლიქტები. იოსებ ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიისას, საქართველოს წინაშე ჩადენილი ომის დანაშაულები, რაზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა.

იოსებ ჟორჟოლიანმა ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა კვლავაც განიცდის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას და მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს თავისი ფუნდამენტური უფლებებით. 

იოსებ ჟორჟოლიანმა ისაუბრა გაეროს ჰუმანიტარულ მექანიზმებზე და აღნიშნა რომ საქართველო მხარს უჭერს არსებული ჰუმანიტარული მექანიზმების გაძლიერებას, განსაკუთრებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და მისი მექანიზმების გაძლიერებას.