Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2023 წლის 7 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის 73-ე საკითხზე (მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს [ICJ] ანგარიში), გამართული გენერალური დებატების ფარგლებში.

თავის გამოსვლაში დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს, ჯოან დონაჰიუს წარმოდგენილი წლიური ანგარიშისთვის და დაამატა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რასაც დღეს მსოფლიო აწყდება, ICJ-ის ეფექტური ფუნქციონირება და ქვეყნების მიერ მისი გადაწყვეტილებების აღსრულება განსაკუთრებულ  მნიშვნელობას იძენს.  

მუდმივმა წარმომადგენელმა გენერალური ასამბლეის ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორ გადაწყვეტილებაზე: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (2021 წელი) და „მამასახლისის საქმე“ (2023 წელი), სადაც სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე 2008 წლამდე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს. 

დავით ბაქრაძემ გაეროს წევრ ქვეყნებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის აღიარებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა სასამართლოს მიმართ.