Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

2025 წლის 11 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დავით აბესაძემ, საქართველოს სახელით, ეროვნული განცხადება გააკეთა გაეროს სოციალური განვითარების კომისიის 63-ე სესიის (CSocD63) გენერალური დისკუსიის ფარგლებში.

დავით აბესაძემ მოკლედ მიმოიხილა სოციალური დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნულ დონეზე გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წახალისება და ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად სოციალური პროგრამები და სერვისები, სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა და სოციალური გარიყულობის შემცირება, ასევე მეწარმეობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

ხაზი გაესვა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობისათვის მთავარ დაბრკოლებას, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდებისთვის, რომლებიც გამუდმებით განიცდიან ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს.