Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

2025 წლის 8 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, გაიმართა გენერალური ასამბლეის მე-3 კომიტეტის (სოციალური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები) მე-8 პლენარული შეხვედრა.

შეხვედრაზე გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დავით აბესაძემ აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას, ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას. დელეგატმა ასევე ისაუბრა ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ეფექტიან, მსხვერპლზე ორიენტირებულ პოლიტიკას.
 
საქართველოს დელეგატმა ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო.
 
საქართველოს დელეგატმა სხვა საკითხებს შორის, ასევე ხაზი გაუსვა გაეროს ცენტრალურ როლს ადამიანის უფლებების დაცვაში. მან ისაუბრა შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის აუცილებლობაზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განმტკიცების მნიშვნელობაზე და ციფრული ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენების საფრთხეებზე.