- მთავარი
- სიახლეები
- 2024 წლის 5 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, ეკატერინე ლორთქიფანიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მე-3 კომიტეტის ფარგლებში, დღის წესრიგის 69-ე საკითხზე: „რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის აღმოფხვრა“.
2024 წლის 5 ნოემბერს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, ეკატერინე ლორთქიფანიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მე-3 კომიტეტის ფარგლებში, დღის წესრიგის 69-ე საკითხზე: „რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის აღმოფხვრა“.

ქართველმა დელეგატმა ხაზი გაუსვა, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების იდენტიფიცირება და ამ დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოწვევებთან უკეთ გასამკლავებლად, შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების თაობაზე მონაცემების შეგროვება, საქართველოს შესაბამისი სამსახურების მიერ სტატისტიკის ყოვლისმომცველი სისტემის მეშვეობით ხდება.
ეკატერინე ლორთქიფანიძემ გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, სამწუხაროდ რეგულარულად განიცდის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებს. მათ შორის, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების აკრძალვა, კვლავაც უკიდურესად უარყოფით ჰუმანიტარულ გავლენას ახდენს იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.