Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

2025 წლის 11 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარული შეხვედრის ფარგლებში მოხდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ანგარიშის წარდგენა.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დავით აბესაძემ გამოსვლისას მადლობა გადაუხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტს, მოსამართლე აკანე ტომოკოს წარმოდგენილი ანგარიშისა და ამ მხრივ გაწეული საქმიანობისთვის.

 

სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს დელეგატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თანამშრომლობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გამოიღო, რაც აისახა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისას, ეთნიკური ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილ ომის დანაშაულებში ბრალდებულ პირთა დაპატიმრების ორდერების გაცემაში, ასევე რუსი გენერალ-მაიორის როლის გამოვლენაში.

 

მოხსენების დასასრულს, ხაზი გაესვა საქართველოს - როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთი დამფუძნებლის - მხარადჭერას სასამართლოს მანდატისა და დამოუკიდებლობისადმი და ყურადღება გამახვილდა, დაუსჯელობისა და მომავალში სისასტიკეების აღკვეთის მიზნით მის მნიშვნელოვან როლზე.