Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA) პლენარულ სხდომაზე, რომელიც გლობალური დაცვის პასუხისმგებლობის (R2P) საკითხს მიეძღვნა, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა იოსებ ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის, ადრეული გაფრთხილების მექანიზმებისა და გაეროს წესდების მიმართ კოლექტიური ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.

მიმდინარე წლის 28 ივლისს, გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA) პლენარულ სხდომაზე, რომელიც გლობალური დაცვის პასუხისმგებლობის (R2P) საკითხს მიეძღვნა, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა იოსებ ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის, ადრეული გაფრთხილების მექანიზმებისა და გაეროს წესდების მიმართ კოლექტიური ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.

მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ გახანგრძლივებულ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე. ასევე აღინიშნა, რომ ბოლოდროინდელი უკანონო ე.წ. „ადმინისტრაციული შეთანხმება“ და მიმდინარე მოვლენები კვლავ ართულებს რეგიონულ სტაბილურობას და უარყოფითად აისახება იძულებით გადაადგილებულ პირთა (IDPs) და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებზე.

დასასრულს აღინიშნა, რომ R2P-ის პრინციპების კონკრეტულ ქმედებებში ასახვის მიზნით, საქართველო ადასტურებს მხარდაჭერას ACT ქცევის კოდექსისა და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოყენების შეზღუდვის ინიციატივების მიმართ.