საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის არაფორმალურ შეხვედრაზე UN80 ინიციატივის შესახებ
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის არაფორმალურ შეხვედრაზე UN80 ინიციატივის შესახებ. მუდმივი წარმომადგენელი მიესალმა ინიციატივის სამ ძირითად სამუშაო მიმართულებაზე მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ რეფორმა გაეროს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას დაეხმარება.
მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა "მანდატების შექმნის, განხორციელებისა და გადახედვის შესახებ" რეზოლუციის მიღების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეზოლუციების პერიოდულობასთან დაკავშირებით თითოეულის კონტექსტი კარგად უნდა იქნას გაანალიზებული.
მუდმივმა წარმომადგენელმა გამოხატა მხარდაჭერა გაეროს პროგრამული საქმიანობის ოპტიმიზაციის მიმართულებით და აღნიშნა გაეროს ფონდებსა და სააგენტოებს შორის დუბლირების აღმოფხვრის მნიშვნელობა. ამ მიმართულებით, ხაზი გაესვა ციფრული ტრანსფორმაციის და თანამედროვე მართვის ინსტრუმენტების პრიორიტეტად განხილვას.
დავით ბაქრაძე ასევე მიესალმა გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორებისა და ჰუმანიტარული კოორდინატორების სისტემის გაძლიერების მიზნით დაგეგმილ რეფორმას და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მზადაა კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს გაეროს რეფორმის პროცესში.
