2026 წლის 22 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის 22-ე პლენარულ სხდომაზე, რომელიც უშიშროების საბჭოში სამართლიანი წარმომადგენლობისა და წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხს დაეთმო, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი იოსებ ჟორჟოლიანი სიტყვით გამოვიდა.

წარმომადგენლობის მრჩეველმა ხაზი გაუსვა უშიშროების საბჭოს გაფართოვების აუცილებლობას როგორც მუდმივი, ისე არამუდმივი წევრობის კატეგორიებში. მან აღნიშნა სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციისთვის აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ადეკვატური დამატებითი წარმომადგენლობა პრიორიტეტია. გარდა ამისა, გამოითქვა მხარდაჭერა აფრიკის ისტორიული ნაკლებწარმომადგენლობის აღმოფხვრისა და მცირე სახელმწიფოების, მათ შორის მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების ჩართულობის გაზრდის მიმართ.
იოსებ ჟორჟოლიანმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ვეტოს უფლების რეფორმირებას და აღნიშნა, რომ პრივილეგირებული სტატუსი არ უნდა იქცეს აგრესიის ფარად ან დაბრკოლებად იმ კონფლიქტების მოგვარებისას, რომლებშიც მუდმივი წევრი უშუალოდაა ჩართული. მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ვეტოს უფლების არსებობის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს ხშირად არ შესწევს უნარი სათანადოდ მოახდინოს კონფლიქტების პრევენცია და მათი შეჩერება. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ 2008 წელს უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა რუსეთის აგრესიის შეჩერება საქართველოში, ვინაიდან რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა ვეტო გაეროს წესდების 27-ე მუხლის დარღვევით.