Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2024 წლის 7 მარტს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის საკითხზე მიმდინარე მთავრობათაშორისი მოპალარაკებების შეხვედრაზე, რომელიც იმართება გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში.

2024 წლის 7 მარტს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე დავით აბესაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის საკითხზე მიმდინარე მთავრობათაშორისი მოპალარაკებების შეხვედრაზე, რომელიც იმართება გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში.

 

თავის გამოსვლაში, მუდმივი წარმომადგენელის მოადგილემ კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს პოზიცია, რომ აუცილებელია უშიშროების საბჭოს რეფორმა მოიცავდეს ვეტოს შეზღუდვას. კერძოდ, აღნიშნა, რომ ვეტოს შეზღუდვა უნდა მოხდეს: 1) იმ შემთხვევაში, როდესაც უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, ომის დანაშაულების, ეთნიკური წმენდის და გენოციდის პრევენციას; და 2) იმ შემთხვევაში, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი ჩართულია საბჭოს მიერ განხილვის ქვეშ მყოფ კონფლიქტში და არ შეუძლია ვეტოს გამოყენება მიუკერძოებლად. ხაზი გაუსვა, რომ ვეტოს შეზღუდვა უკვე გათვალისწინებულია გაეროს ქარტიის 27-ე მუხლში.

 

დავით აბესაძემ ასევე გააჟღერა საქართველოს პოზიცია გაეროს უშიშრობის საბჭოში როგორც მუდმივი, ისე არამუდმივი წევრების კატეგორიების გაფართოვების მხარდაჭერის თაობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს პრიორიტეტს, რომ გამოიყოს დამატებითი ადგილები აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფისთვის, პატარა კუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნებისთვის და აფრიკის ჯგუფისთვის.

 

ხაზი გაუსვა გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდის აუცილებლობას გაეროს გენერალური ასამბლეის მიმართ. გამოხატა საქართველოს მზადყოფნა გააგრძელოს აქტიური ჩართულობა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის პროცესში.

 

გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის საკითხზე მიმდინარე მთავრობათაშორისი მოპალარაკებები მიმდინარეობს 2009 წლიდან.