Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის მიერ ინიცირებული თემატური ღია დებატები - “ლიდერობა მშვიდობისთვის“.

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის მიერ ინიცირებული თემატური ღია დებატები - “ლიდერობა მშვიდობისთვის“. საბჭოს დებატებზე, სიტყვით გამოვიდა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, იოსებ ჟორჟოლიანი. მან ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და აღნიშნა, რომ ოკუპაციის შედეგად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფუნქციონირების საშუალება. 

იოსებ ჟორჟოლიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს როლზე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მხარდაჭერის კუთხით, მათ შორის ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერას.

ამასთან ერთად, ქართველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს. 

დასასრულს, მრჩეველმა დაადასტურა საქართველოს მტკიცე ერთგულება გაეროს ქარტიის პრინციპებისა და მრავალმხრივი დიპლომატიის მიმართ.