Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

2025 წლის 20 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, ვეტოს გამოყენების შესახებ დებატები გაიმართა.

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დავით აბესაძემ, ხაზი გაუსვა 2022 წელს მიღებული 76/262 რეზოლუციის, რომელიც ვეტოს ინიციატივის სახელითაა ცნობილი, მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო მის მთავარ თანაავტორებს შორის იყო.

 

მან გაიხსენა, რომ გაეროს წესდების 27-ე მუხლი ავალდებულებს დავის მხარეს, გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. მიუხედავად ამისა, 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა და კონფლიქტის მხარემ - ვეტო გამოიყენა ამ დებულების დარღვევით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქმედებამ ხელი შეუშალა საბჭოს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული აგრესიის და შემდგომი უკანონო ოკუპაციის შეჩერებაში, რომელიც დღემდე გრძელდება.

 

აქვე მან ხაზი გაუსვა საქართველოს პოზიციას ზემოაღნიშნული მუხლის დაცვის უზრუნველყოფისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების ვეტოს უფლების შეზღუდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ისეთ ძირითად საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებში, როგორიცაა გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ომის დანაშაულები.

 

დასასრულს, მან ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას, გააგრძელოს წვლილის შეტანა გაეროს და მრავალმხრივი სისტემის გაძლიერებაში.